შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 11:08 | 25.12.2015
ნანახია: 1570

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვუგარ გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით, მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩმუღანლოში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს 1,8 გრ ტრამადოლის შემცველი 12 აბი და 7,9973 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 4,5466 გრ ჰეროინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებისას დადგინდა, რომ დაკავებული ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე