ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო ხომალდი შევიდა

საქართველო, თბილისი - 10:20 | 22.10.2019
ნანახია: 1678

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78) ბათუმის ნავსადგურს 22 ოქტომბერს ეწვია.

აშშ-ის საელჩოსი ინფორმაციით, ვიზიტი ემსახურება აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით. ეს, გემის მეორე ვიზიტი იქნება საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ისა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობას.

USS Porter (DDG 78) არის Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები.

USS Porter-ის ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მეზღვაურები მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს და გააღრმავებენ პარტნიორობას ქართველ კოლეგებთან.

აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები ხშირად ოპერირებენ შავ ზღვაში მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონების შესაბამისად.

USS Porter-ის მეთაურია კაპიტანი ქრეგ ტრენტი. ხომალდზე იმყოფება 39 ოფიცერი და 282 კაციანი პერსონალი. ხომალდის ზომებია: სიგრძე – 154 მეტრი, სიგანე – 20 მეტრი, წყალწყვა – 11 მეტრი.

ხომალდი USS Porter წარმოადგენს ესპანეთის როტის ნაწილს და აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობას იღებს მრავალმხრივ მისიებში, ხელს უწყობს რა რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას ევროპაში.

მე-6 ფლოტი, რომლის სათაო ოფისი ნეაპოლშია, ახორციელებს ერთობლივ და საზღვაო ოპერაციების სრულ სპექტრს. ხშირად ეს ოპერაციები ტარდება მოკავშირე და უწყებთა შორის პარტნიორებთან კოორდინირებულად, რათა ხელი შეუწყონ უსაფრთხოებასა და სატბილურობას ევროპასა და აფრიკაში




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე