ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

საქართველო, თბილისი - 12:52 | 16.10.2019
ნანახია: 679

გიორგი ერმაკოვისა და მერიის პატიმრობაში მყოფი კიდევ ორი ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა არ დააკმაყოფილა.

ადვოკატები ითხოვდნენ გირაოთი გათავისუფლებას იმ პირობით, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში დაკავებულები სრულად აანაზღაურებდნენ სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზარალს. გარდა ამისა, ბათუმის მოქმედ მერ ლაშა კომახიძესთან გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც დაკავებულები მერიის სასარგებლოდ 480 ათასი ლარის ღირებულების უძრავ ქონებას აგირავებდნენ.

მორიგი სხდომა მხარეებთან შეთანხმების შემდეგ ჩაინიშნება.

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და მერიის კიდევ ექვსი ყოფილი თანამშრომელი 30 მაისს ე.წ. იაფი სახლის პროექტთან დაკავშირებით დააკავეს, რომელიც ვერ განხორციელდა. პროკურატურა მათ მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება. მერიის ოთხი ყოფილი მაღალჩინოსანი მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ 24 სექტემბერს გაათავისუფლა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე