კიმ ჩენ ინი წმინდა მთაზე თეთრი რაშით ავიდა

საქართველო, თბილისი - 11:41 | 16.10.2019
ნანახია: 825

ჩდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სამჩჟიონის რაიონში კორეელებისთვის წმინდა მთაზე პეკტუსანზე კიდევ ერთხელ ავიდა. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო იუწყება.

მედიის ცნობით, ამ ჯერზე ის მთაზე თეთრი ცხენით ავიდა.

სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე მართალც ჩანს თეთრ რაშზე ამხედრებული ჩრდილოეთ კორეის ლიდერი პეკტუსანის მწვერვალის ფონზე.

სამჩჟიონის რაიონში ყოფნის დროს მან აშშ-ის სანქციათა პოლიტიკა გააკრიტიკა. „დღეს ჩვენს ქვეყანას უკიდურესად მძიმე ვითარება აქვს დაუსრულებელი სანქციებისა და მტრული ძალების ზეწოლის  გამო. აშშ-სა და სხვა მტრული ძალების მიერ  მიყენებულო  ტანჯვა მალე ჩვენი ხალხის რისხვაში გადაიზრდება“, - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

როგორც სამხრეთკორეული მედია აღნიშნავს, კიმ ჩენ ინი პეკტუსანზე თავისი მუშაობის ყველაზე რთულ მომენტში ადიოდა. ასე იყო 2013 წლის თებერვალში, მისი ბიძის ჩან სონ თჰეკის სიკვდილით დასჯის წინ, 2014 წლის ნოემბერში მამამისის გარდაცვალებიდან სამი წლის თავზე და 2017 წლის დეკემბერში სამხრეთ კორეასთან ურთიერთობების დალაგების წინ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე