ტრამპს, პრეზიდენტად თუ კიდევ აირჩევენ, ნატო აღარ იარსებებს - ჯო ბაიდენი

საქართველო, თბილისი - 11:17 | 16.10.2019
ნანახია: 699

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ 2020 წელს დონალდ ტრამპის ხელახლა არჩევის შემთხვევაში ნატო არსებობას შეწყვეტს.

 „თუ მას (ტრამპს) კიდევ აირჩევენ, გპირდებით, რომ არ იარსებებს არანაირი ნატო... ჩვენ გაგვიჩნდება უამრავი პრობლემა“, - განაცხადა ბაიდენმა პრეზიდენტობის კანდიდატების დებატებზე.

მან ტრამპს „ექსცენტრიული, შეშლილი პრტეზიდენტი“ უწოდა, რომელსაც მისი აზრით, არაფერი ესმის საგარეო პოლიტიკაში და „მოქმედებს საკუთარი ხელახალი არჩევის შიშის ქვეშ“.

ამასთან, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტრამპი აკრიტიკებდა ნატო-ს  და იმავე დროს პოზიტიურად მოიხსენიებდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს.

კონგრესში დემოკრატებმა დაიწყეს ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა. მათ პრეზიდენტი პირადი პოლიტიკური მიზნების გამოყენებასა და უკრაინის ხელისუფლების ზეწოლაში დაადანაშაულეს. მათი განცხადებით, ტრამპი ზელენსკისგან მოითხოვდა ჰანტერ ბაიდენის წინააღდეგ გამოძიების დაწყებას, რომელიც უკრაინაში კომპანია  Burisma-ში მუშაობდა. მამამისი ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩვნებში ტრამპის მთავრი კონკურენტია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე