პარლამენტში დეპუტატები თენგიზ გუნავა და ვიქტორ ჯაფარიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

საქართველო, თბილისი - 10:46 | 16.10.2019
ნანახია: 698

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის დაწყებამდე "ევროპული საქართველოს" წევრი თენგიზ გუნავასა და უმრავლესობის წარმომადგენელი ვიქტორ ჯაფარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.  მედიის წარმომადგენლები საკომიტეტო დარბაზში ინციდენტს იმ დროს შეესწრნენ, როდესაც დეპუტატები ერთმანეთზე იწევდნენ. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი დეპუტატები არ აკონკრეტებენ.

კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურს განიხილავენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე