ვერ წარმომიდგენია ბოკერია ხელისუფლებაში დაბრუნებული - თამარ ჩუგოშვილი

საქართველო, თბილისი - 17:21 | 15.10.2019
ნანახია: 724

ვერ წარმომიდგენია ბოკერია ხელისუფლებაში დაბრუნებული, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  "ევროპული საქართველო" ცდილობს, "ნაციონალური მოძრაობის" რადიკალურ პოლიტიკას ჩამოშორდეს და თავისი ამომრჩეველი გამოკვეთოს და სწორედ ამას ემსახურება, მათი განცხადებებიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პოლიტიკური ამნისტიის შესახებ.

"ევროპული საქართველო" აცნობიერებს და ხვდება იმას, რომ იმ რადიკალურ პოლიტიკას, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ახორციელებს, ამ რადიკალური პოლიტიკის გაგრძელება და იგივე ხაზზე დაჯდომა, მათთვის ელექტორალურად არის წამგებიანი, შესაბამისად ისინი ცდილობენ, რომ თავიანთი ამომრჩეველი გამოკვეთონ და ეს ამომრჩეველი იყოს "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლისგან განსხვავებული. თუმცა მოლოდინი იმისა, რომ ოდესმე ბოკერიას მოუწევს ვინმეს ამნისტიაზე გადაწყვეტილების მიღება, არ მაქვს, იმიტომ, რომ ვერ წარმომიდგენია ის ხელისუფლებაში დაბრუნებული," - განაცხადა ჩუგოშვილმა.

"ევროპულ საქართველოში" მიჩნევენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათი წინამორბედი ხელისუფლების წევრების სამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყონ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე