თურქეთის ოპერაცია, სირიაში, ხელს აძლევს რუსეთსა და ასადის რეჟიმს - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველო, თბილისი - 17:00 | 15.10.2019
ნანახია: 714

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დომინიკ რააბის თქმით, სირიაში თურქეთის ოპერაცია ხელს აძლევს რუსეთსა და სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს. მან ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატაში სიტყვის გამოსვლის დროს განაცხადა.

 „ეს ის მოქმედება არ არის, რომელსაც ჩვენ მოკავშირის მხრიდან ველოდით, ეს ქმედებები უგუნური, კონტრპროდუქტიულია და რუსეთსა და ასადის რეჟიმს აძლევს ხელს“, - აღნიშნა მან.

 „ვერ წარმომიდგენია სიტუაცია, როდესაც უახლოესი ნატოელი მოკავშირე ასე მოქმედებს. ეს იწვევს შეშფოთებას  ჰუმანიტარული ხასიათისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მან. „ჩვენს თურქ პარტნიორებსა და მოკავშირეებს ნათლად უნდა ავუხსნათ, რომ უნდა შეწყვიტონ ეს ოპერაცია“, - აღნიშნა რააბმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე