კობახიძის განცხადებაში ის შიშები გამუქდა, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს - აკაკი ბობოხიძე

საქართველო, თბილისი - 14:04 | 15.10.2019
ნანახია: 650

კობახიძის განცხადებაში ის შიშები გამუქდა, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს. მათი შიდა კვლევებით, 32-33 პროცენტზე მეტი არ აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ თავის სატელიტებთან, „პატრიოტებთან“ თუ სხვა პრორუსულ პარტიებთან ერთად 50 პროცენტს ვერ მიიღებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მომხრეებს აფრთხილებს, იყვნენ უფრო აქტიურები, მაგრამ მათი მხარდამჭერების რაოდენობა იკლებს.

აკაკი ბობოხიძეს იმედი აქვს, რომ ირაკლი კობახიძის პროგნოზი გამართლდება და „ქართული ოცნება“ კოალიციის შექმნას ვერ შეძლებს.

“იმედი მაქვს, პროევროპული, დასავლური პარტიები მოვახერხებთ და კოალიციურ მთავრობას შევქმნით, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას გაისტუმრებს. კობახიძის განცხადებაში ის შიშები გამუქდა, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს. მათი შიდა კვლევებით, 32-33 პროცენტზე მეტი არ აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ თავის სატელიტებთან, „პატრიოტებთან“ თუ სხვა პრორუსულ პარტიებთან ერთად 50 პროცენტს ვერ მიიღებს. ეს განცხადება ემსახურება იმას, რომ კობახიძე კარგად ხედავს, რომ პრორუსული პარტიების რეიტინგი იმაზე მეტი ვერ იქნება, ვიდრე არის, ეს არის 5-დან 10 პროცენტამდე. სწორად თვლის, რადგან არც ერთი პროდასავლური პარტია მათთან კოალიციის გაკეთებას არ აპირებს. იმისთვის, რომ კოალიცია შედგეს, „ქართულმა ოცნებამ“ 50 პროცენტამდე უნდა აიღოს. მომხრეებს აფრთხილებენ, უფრო აქტიურები იყვნენ, მაგრამ მათი მხარდამჭერების რაოდენობა კლებულობს“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შესაძლოა შეუძლებელიც კი გახდეს. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, მაღალი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობაც.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე