მგონია, რომ სამწუხაროდ ისევ უმრავლესობაში მოვალთ - რომან კაკულია

საქართველო, თბილისი - 13:52 | 15.10.2019
ნანახია: 668

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ფიქრობს, რომ 2020 წელს "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში ისევ უმრავლესობით მოვა.

"ზოგადად, მე თუ მკითხავთ, ისეთი ტიპის ცვლილებებია დაგეგმილი "ქართულ ოცნებაში", რომელზეც შეიძლება ბევრი არ ვისაუბრო და მეორე მხრივ, როგორც ვუყურებ როგორ მოძრაობს ოპოზიცია, მგონია, რომ სამწუხაროდ ისევ უმრავლესობაში მოვალთ. სამწუხაროდ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში უნდა შეიცვალოს ეს, მაგრამ მზაობას, რომ კოალიციური მთავრობა შეიქმნას ვერ ვხედავ," - განმარტა რომან კაკულიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ 2020 წლის არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 45% ვერ მოაგროვა, სავარაუდოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობა დადგება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე