სასაფლაოზე ცოცხლად დამარხული ახალშობილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 13:48 | 15.10.2019
ნანახია: 958

ინდოეთში, სასაფლაოზე ცოცხლად დმარხული გოგონა იპოვეს. ბავშვი თიხის ქოთანში იყო მოთავსებული. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი იუწყება.

ახალშობილი ცოლ-ქმარმა და მუშებმა იპოვეს, რომლებიც მკვდრადშობილი ბავშვის საფლავს თხრიდნენ. ცოლ-ქმარს, რომელიც თავის ქალიშვილს დასტიროდა, ბავშვის ტირილის ხმა შემოესმათ.

 „რაღაც მომენტში გავიფიქრე, რომ ჩემი ქალიშვილი გაცოცხლდა, მაგრამ დავრწმუნდი, რომ ხმა თიხის ქოთნიდან ისმოდა“, - განაცხადა ჰითეშ კუმარმა.

მუშებმა მიწიდან ქოთანი ამოიღეს და იქ ცოცხალი გოგონა იპოვეს. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ფილტვების ინფექცია დაუდგინდა. ამ მომენტისთვის გოგონას საკვების დამოუკიდებლდ მიღება არ შეუძლია. წყვილი, რომელმაც გოგონა იპოვა, მის მკურნალობას და შვილად აყვანს აპირებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ახალშობილი გოგონა მშობლებმა მოიცილეს, რადგან, სავარაუდოდ, ბიჭი უნდოდათ, ინდოეთში კი გოგონა უმეტეს შეთხვევაში შვილად არ მიიჩნევა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე