„ქართულ ოცნებას“ 45-პროცენტიანი რეიტინგი არ აქვს - გიორგი ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 13:15 | 15.10.2019
ნანახია: 591

„ქართულ ოცნებას“ 45-პროცენტიანი რეიტინგი არ აქვს - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ. ვაშაძე უმრავლესობის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45 პროცენტი მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება, შეუძლებელიც კი გახდეს დამაღალი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობაც.

„45 პროცენტი, რაც უკვე თქვა კობახიძემ, ეს არის გაბერილი ციფრი, რაც რეალურად მათი რეიტინგი არ არის. თვითონ ძალიან კარგად იციან, რომ მაქსიმალური რესურსი, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“ ფულით, ადმინისტრაციული რესურსით, ეს არის 30 პროცენტი. ასე რომ, არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. უბრალოდ, „ქართულად ოცნებას“ მოუწევს ოპოზიციაში გადასვლა, ამას უნდა შეეგუონ და მოამზადონ ფსიქოლოგიურად საკუთარი თავი, რომ ხალხს უნდა ახალი თაობის მმართველობა, ხალხს უნდა განვითარება და გადავიდნენ ოპოზიციაში, რა პრობლემაა“, - თქვა ვაშაძემ და აღნიშნა, რომ ეს არის ნორმალური პროცესი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე