იაპონიაში, ტაიფუნ „ჰაგიბისს“ 66 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:30 | 15.10.2019
ნანახია: 709

იაპონიაში, ძლიერი ტაიფუნის მსხვერპლთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა, დაკარგულია 15 ადამიანი, საავადმყოფოებში 212 დაშავებულია გადაყვანილი. იუწყება ტელარხი NHK.

ტაიფუნი „ჰაგიბისი“ , რომელსაც ერთვოდა ძლიერი წვიმა და ქარი, იაპონიიის ტერიტორიას შაბათს და კვირას დაატყდა თავს. მდინარეებზე დაინგრა დამცავი ჯებირები. დაიტბორა ათი ათასამდე სახლი. ტაიფუნმა ყველაზე მეტად ფუკუსიმას, მიაიგის, კანაგავას, ტოტიგის, საიტამას, ნაგანოსა და სიძოუკის პრეფექტურები დააზარალა.

ტიბას პეფექტურაში ტაიფუნის ფონზე წარმოიქმნა ტორნადო.

მიმდინარეობს სამძებრო და სამაშველო ოპერაციები. მასში ჩართულია იაპონიის თავდაცვის ძალების, სახანძრო სამხახურის, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების 110 ათასი თანამშრომელი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე