პეკინის გამზირზე N51 ხაზზე მოძრავი ავტობუსი არასრულწლოვანს დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 10:52 | 15.10.2019
ნანახია: 838

თბილისში, პეკინის გამზირზე N51 ხაზზე მოძრავი ავტობუსი არასრულწლოვანს დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი გზაზე გადადიოდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. არასრუწლოვანმა მიიღო თავის ქალის ტრავმა.

ექიმების თქმით, ამ ეტაპზე მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია დასიცოცხლისთვის საშიშ გართულებას არაფერი წარმოადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე