30 წლის ქალი, რომელსაც ყოფილმა ქმარმა თავის არეში დაზიანებები მიაყენა გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 16:28 | 11.10.2019
ნანახია: 909

30 წლის ქალი, რომელსაც ყოფილმა მეუღლემ თავის არეში დაზიანებები მიაყენა, ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ახალგაზრდა ქალის სამსახურში შეაგდო ხელყუმბარა, რომელიც არ აფეთქდა, ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, ქალს თავის არეში დაზიანებები სავარაუდოდ, ხის საგნისგან ჰქონდა მიყენებული. შემთხვევა ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა.  

შსს-მ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. სავარაუდო მკვლელის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე