ილია ჯიშკარიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 14:06 | 11.10.2019
ნანახია: 807

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პროცესი საავამყოფოში გაიმართა. გირაოს გარდა, ჯიშკარიანს თამთა თოდაძესთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე მოწმეებთან კონტაქტი აეკრძალა

ილია ჯიშკარიანს ბრალს არ აღიარებს. სასამართლომდე ერთი დღით ადრე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა, ილია ჯიშკარიანის საავამდყოფოში ჩაწერილი ვიდეო გაავრცელა. "მირჩევნია, რომ მკვლელობში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთან ძალადობაში. მე მიგალობია, ჩოხა მცმია და მიგალობია. მე არ შემიძლია ამ ტიტულით ამ ქვეყნიდან გასვლა", - ამბობს ჯიშკარიანი ვიდეოში.

შეგახსენებთ, თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო, ილია ჯიშკარიანს კი ბრალი წაუყენა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე