ბრიტანეთში ბანკის 18 -კარატიანი ოქროს ბარათი გამოუშვეს

საქართველო, თბილისი - 13:11 | 11.10.2019
ნანახია: 784

კლიენტებისთვის, რომლებიც ეთაყვანებიან ფუფუნების საგნებს, პირველად ისტორიაში,  ბრიტანეთის სამეფო ხარაფხანამ გამოუშვა ბანკის სადებეტო ბარათი, რომელიც სუფთა ოქროსგან არის დამზადებული. ამის შესახებ Daily Mail-ი იუწყება.

18-კარატიანი ოქროს ბარათის მფლობელი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მსურველი, რომელიც 18 075 ფუნტ სტერლინგს (23 ათასი დოლარი) გადაიხდის. ექსკლუზიური დიზაინისთვის მას უფრო მეტის გადახდა მოუწევს.

აღნიშნულია, რომ ბარათის მფლობელს არ დაეკისრება მიმდინარე ანგარიშის ოპერაციებისა და ვალუტის გაცვლისთვის საკომისიოს გადახდა. ბონუსის სახით მოგზაურობის დროს, ის მიიღებს კონსიერჟის უფასო მომსახურებას. ბარათზე ამოიტვიფრება მფლობელის სახელი და ხელმოწერა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე