ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა „ნიუს ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გაიმართება

საქართველო, თბილისი - 12:48 | 11.10.2019
ნანახია: 698

 

საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა „ნიუს ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გაიმართება.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა, გიორგი კორძახიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მისი გაწერა ორ-სამ დღეში  რეალური.

„პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია თუმცა, ჩვენ ახალი მედიკამენტის დამატება დაგვჭირდა და ეს განაპირობებს გახანგრძლივებულ ჰოსპიტალიზაციას. კლინიკა სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, პაციენტ ილია ჯიშკარიანის ავადობაზე დოკუმენტაცია სრულიად ნაწარმოებია. მისი სრული დიაგნოზი კონორალური სინდრომის გამწვავებააა. მისი გაწერა ორ-სამ დღეში არის რეალური. თუმცა, თუ ახალი რეალია შეიქმნება, ჩვენი მიდგომა შეიცვლება. ჩვენ გავეცით სასამართლოს პასუხი და ჩვენი რეკომენდაციაა, პაციენტი ჰოსპიტალიზაციის პირობებში იყოს“, – განაცხადა გიორგი კორძახიამ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს 10 ოქტომბერს მიმართა. ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინეს. გამოძიება მას სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ედავება. ფაქტზე პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე