თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში ოპერაციის მიმდინარეობისას 227 მებრძოლი გაანადგურა

საქართველო, თბილისი - 11:52 | 11.10.2019
ნანახია: 676

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში სამხედრო ოპერაციის “მშვიდობის წყაროს“ მიმდინარეობისას 227 მებრძოლი გაანადგურა. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ ფარგლებში გავანეიტრალეთ კიდევ 49 ტერორისტი „ქურთთა მუშათა პარტიიდან“ და „სახალხო თავდაცვის ძალებიდან“. ამგვარად, განადგურებული ტერორისტების საერთო რაოდენობა 227-ს შეადგენს“- აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სირიაში ოპერაციის დაწყებიდან ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე