ვისთან ერთად ხვდება თამო ვაშალომიძე ახალ 2016 წელს?

საქართველო, თბილისი - 14:40 | 24.12.2015
ნანახია: 3170

ახალი წელი - დიდებისათვის თუ პატარებისათვის, თითქმის გამონაკლისის გარეშე ყველასათვის საყვარელი დღესასწაულია. როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში ამ დღეს ყველა ორიგინალურად და განსხვავებულად ხვდება. ახალ წელს ადამიანები ცდილობენ დაივიწყონ ყველაფერი ნეგატიური და ცუდი, ისინი განწყობილები არიან პოზიტიური აზრებისაკენ და ელიან ყველაფერ უკეთესს სამომავლოდ.

იმისათვის, რომ ახალ წელს ბედნიერად და იმედიანად შეხვდეთ უნდა შეიქმნათ კარგი განწყობა და ასევე იზრუნოთ საყვარელ ადამიანებზე.

სად და როგორ ხვდება ქართველი ლამაზმანი ახალ 2016 წელს, ამას თამო ვაშალომიძე თავად გეტყვით.

  • თამო, სად და როგორ ხვდები ახალ 2016 წელს?
  • მოლაპარაკებები მიმდინარეობს, შესაძლოა ერთ-ერთ რესტორანში საღამო წავიყვანო. ეს ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ზოგადად მეგობრებთან ერთად შევხვდები.
  • როგორია შენი წინასაახალწლო მზადება?
  • ძალიან კარგი, რადგან ვცდილობ, რომ სახლში ყველაფერი ლამაზად მოვრთო, შევქმნა მყუდრო, თბილი და საზეიმო განწყობა. ნაძვის ხე უკვე დავდგი და ლამაზადაც მოვრთე.
  • როგორი იყო 2015 წელი შენთვის და რას ელოდები ახალი 2016 წლისგან?
  • ნაყოფიერი წელი მქონდა, უკმაყოფილო ნამდვიალდ არ ვარ და მადლობა უფალს ამისთვის. რა თქმა უნდა, 2016 წელს, ძალიან ბევრი სერიოზული გეგმა მაქვს განსახორციელებელი და დარწმუნებული ვარ, რომ 2016 წელი ყველასთის ძალიან კარგი იქნება. პრობლემები რომელიც არსებობდა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, ყველაფერი დავუტოვოთ წინა წელს და ახალი იმედებით, მიზნებით და სიხარულით შევხვდეთ ახალ წელს.
  • ვისი მეკვლე ხარ?
  • რამდენიმე წელია, ჩემი მეგობრის მეკვლე ვარ და ახლაც ასე იქნება.
  • თამო, შენ გამოირცევი ყოველთვის ორიგინალური, გამომწვევი ჩაცმულობით და ახალ წელისთვის თუ გაქვს რაიმე ორიგინალური კაბა შერჩული?
  • სიმართლე გითხრათ, წინასწარ არ ვიცი რომელ კაბას ჩავიცმევ, რადგან რამდენიმემეზე ვფიქრობ და ვნახოთ, რომელი კაბით შევეგებები ახალი წლის ღამეს.
  • დაბოლოს...
  • დაბოლოს, მინდა გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო. ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წინსვლას ცხოვრებაში.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე