ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ გულისრევის შეგრძნება დამეუფლებოდა ნობელის პრემიის გამო - ალბანეთის პრემიერი

საქართველო, თბილისი - 10:27 | 11.10.2019
ნანახია: 965

ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ მწვავედ გააკრიტიკა შვედეთის აკადემია, ლიტერატურის დარგში ავსტრიელი მწერლის პეტერ ჰანდკესთვის ნობელის პრემიის მინიჭების გამო.

შვედეთის აკადემიამ 10 ოქტომბერს 2018 და 2019 წლების ნობელის პრემიის ლაურეატები დაასახელა. ლაურეატები გახდნენ პოლონელი მწერალი ოლგა ტოკარჩუკი და ავსტრიელი მწერალი პეტერ ჰანდკე.  ცნობილია, რომ ჰანდკეს მეგობრული ურთიერთობები აქვს სერბეთთან. ჰანდკე 1996 წლიდან თითქმის ყოველ წელს ჩადის სერბეთში, კოსოვოსა და მეტოხიაში და ურთიერთთობს ადგილობრივებთან, ატარებს ჰუმანიტარულ აქციებს. სერბულ ენაზე მწერლის 20-ზე მეტი ნაწრმოებია ნათარგმნი.

 „ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ გულისრევის შეგრძნება დამეუფლებოდა ნობელის პრემიის გამო, მაგრამ სირცხვილის არქონა ხდება  ნორმალური ნაწილი მსოფლიოსი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, არ შეიძლება ამდენად უგრძნობი გახდე რასიზმისა და გენოციდის მიმართ...“, - წერს ალბანეთის პრემიერი მიკრობლოგ Twitter-ში.

2008 წლის თებერვალში, ყოფილი სერბული პროვინციის ალბანური მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კოსოვოს დაუყოვნებლივ დაუჭირა მხარი აშშ-მა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ. დღეისათვის კოსოვოს დამოუკიდებლობას 69 სახელმწიფო ცნობს. აღიარებას ეწინააღმდეგებიან ქვეყნები, რომლებიც თავად უფრთხიან სეპარატისტებს, მაგალითად, ესპანეთი, ბრაზილია, ჩინეთი და ინდოეთი.
რუსეთმა ამერიკის მიერ კოსოვოს ცნობა პრეცედენტად განიხილა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე