თურქეთი იძულებული გახდა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაეწყო, რადგან აშშ სირიელ ქურთებს შეიარაღებას აწვდიდა - ჩავუშოღლუ

საქართველო, თბილისი - 09:50 | 11.10.2019
ნანახია: 609

ანკარა იძულებული გახდა დაეწყო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ სირიის ჩრდილოეთით, იმის გამო, რომ აშშ-ის შეირაღებული ძალები სირიელ ქურთებს იარაღით ამარაგებდნენ. ამის შესახებ თურქთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

 „აშშ-მა თავიდან გვითხრა, მოიცადეთ, ჩვენ გავიყვანთ ჩვენს სამხედროებს. ჩვენ ველოდით - მათ არ გაიყვანეს. შემდეგ შევთანხმდით ერთობლივ პატრულირებაზე, რომელიც კოსმეტიკური აღმოჩნდა. ამასთან, ისინი განაგრძობდნენ სირიელი ქურთებისთვის შეიარაღების მიწოდებას. ჩვენ ამას დიდხანს ვითმენდით, ბოლოსდაბოლოს ჩვენი მოთმინების ფიალა აივსო და ეს გადაწყვეტილება ველზე შექმნილი სიტუაციის თანახმად მივიღეთ“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ ტელეარხ CNN Turk-ის ეთერში.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ს არ აქვს უფლება განკარგოს სირიის საჰაეო სივრცე და აკრძალოს ოპერაციაში თურქეთის ავიაციის მონაწილეობა.

 „აშშ ამბობს, რომ კატარში, მათი კოორდინაციული ცენტრის ნებართვის გარეშე ვერცერთი თვითმფრინავი ვერ აფრინდება. მაგრამ ჩვენ აქ ტერორიზმს ვებრძვით...ჩვენ ყველა საქმის კურსში ჩავაყენეთ, არა იმიტომ, რომ ნებართვა გვჭირდება, არამედ იმიტომ, რომ კოალიციის წევრები ვართ და და ასევე იმიტომაც რომ თავიდან ავიცილოთ ავარიები და შეჯახებები. აქ სირიის ტერიტორიაა, აშშ-ს არ აქვს უფლება იბატონოს სირიის საჰაერო სივრცეში და გადაწყვიტოს ვინ უნდა იფრინოს და ვინ არა“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

9 ოქტომბერს თურქეთმა სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო, თურქეთის ხელისუფლების განცხადებით მისი მიზანი სირიელი ქურთების რაზმებისა და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების განადგურებაა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე