მოვა დრო, როცა პარლამენტიდან ციხეში წახვალთ - ირმა ინაშვილი გოგა ბოკერიას

საქართველო, თბილისი - 15:43 | 10.10.2019
ნანახია: 134

მოვა დრო, როცა პარლამენტიდან ციხეში წახვალთ,- ასე მიმართა  „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა გიგა ბოკერიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.

კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ზაზა თავაძეს უსმენენ. მოსმენაზე ირმა ინაშვილის მიერ განცხადების გაკეთების წინ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს. „ქალბატონ ირმას არ ეწყინება, თუკი ბიუჯეტის მოსმენაზე წავალთ“, - განაცხადა ბოკერიამ, რაზეც ირმა ინაშვილმა უპასუხა: „ბატონი გიგა, საერთოდ ნუ მომისმენთ, საერთოდ ნუ იქნებით დარბაზში, პოლიტიკიდანაც თუ წახვალთ ციხეში, ძალიან დამავალებთ, მოვა ეგ დროც ძალიან მალე, გარწმუნებთ მაგაში“.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე