ჩვენ არ დავკარგავთ ტერიტორიებს და დავამთავრებთ ომს - ვოლოდიმირ ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 13:58 | 10.10.2019
ნანახია: 92

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე  განაცხადა, რომ იმისთვის, რომ ომი დასრულდეს, რუსეთთან შეხვედრა, „ნორმანდიულ ფორმატში“, ასევე მინსკის შეთანხმების ფარგლებში უნდა მოხდეს. ამასთან, მან არ იცის შეხვდება თუ არა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს.

 „ხალხს დავპირდით, რომ ჩვენ არ დავკარგავთ ტერიტორიებს და დავამთავრებთ ომს“, - განაცხადა მან აღნიშნა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ომის დასრულების უფრო დიდი სურვილი აქვს, ვიდრე ეს წინა ხელისუფლებას ჰქონდა.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს დათმობს დამოუკიდებლობას და თავის ტერიტორიებს. „ვფიქრობ, რომ თუ თავიდან ვინმე სხვაგვარდ ფიქრობდა, დღეს ყველა დარწმუნებულია ამაში“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროების თავდადება ადასტურებს იმას, რომ ისინი მომავლშიც დაიცავენ თავიანთ მიწა-წყალს.

ზელენსკი დღეს პრეს-მარათონს მართავს და ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე