2016 წლიდან საქართველო ვატიკანის მიერ ორგანიზებულ კინოფესტივალში ჩაერთვება

საქართველო, თბილისი - 17:33 | 25.09.2015
ნანახია: 2059

2016 წლიდან საქართველო ვატიკანის მიერ ორგანიზებულ კინოფესტივალში „მესამე ათასწლეული“ ჩაერთვება. 2016 წელს ქართველ რეჟისორებს შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი ფილმები ვატიკანის მიერ ორგანიზებულ კინოფესტივალზე „მესამე ათასწლეული” წარადგინონ. აღნიშნული გადაწყვეტილება ვატიკანში კულტურის საკითხებში პაპის საბჭოს პრეზიდენტთან, ჯანფრანკო რავაზისთან შეხვედრის დროს იქნა მიღებული.

შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, საქართველოს ელჩი წმინდა საყდართან თამარ გრძელიძე და ანსამბლ „რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე