აშშ-ის ხელისუფლებას ახლო აღმოსავლეთში სამხედროები არ უნდა გაეგზავნა

საქართველო, თბილისი - 16:37 | 09.10.2019
ნანახია: 864

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისფლებას სამხედროები არასდროს უნდა გაეგზავნათ ახლო აღმოსავლეთში, სადაც „ასობით წელია“ სხვადასხვა დაჯგუფებას შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

 „სხვადასახვა დაჯგუფებას შორის ბრძოლ ასობით წელია მიმდინარეობს. აშშ-ს არასდროს უნდა გაეგზავნა სამხედროები ახლო აღმოსავლეთში. გადავაადგილეთ ჩვენი 50 სამხედრო. თურქეთმა თავის თავზე უნდა აიღოს „ისლამური სახელმწიფოს“ დატყვევებული მებრძოლები, რომელთა უკან მიღებაზე ევროპა უარს ამბობს. დაუსრულებელი, სულელური ომები ჩვენთვის სრულდება!“ - დაწერა აშშ-ის ლიდერმა მიკრობლოგ Twitter-ში.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით უახლოეს დღეებში დაიწყება.

ვაშინგტონმა მეორე დღეს განაცხადა, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალები სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს და მისი ჩატარების ადგილს დატოვებს. თეთრმა სახლმა აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ამიერიდან თურქეთი იქნება პასუხისმგებელი „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებზე, რომლებიც აშშ-ის მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების შემდეგ ბოლო ორი წლის განმავლობაში არიან დატყვევებულნი.  

მოგვიანებით ვაშინგტონმა განაცხადა, რომ აშშ სირიიდან ჯარს არ გაიყვანს, მხოლოდ გადაადგილებს იმ სამხედროებს, რომლებიც სირიის ჩრდილოეთით იმყოფებიან, საუბარია 50 ჯარისკაცზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე