ირანს შეეძლო ატომური ბომბის შექმნა, მაგრამ ეს არ გააკეთა - აიათოლა ჰამენეი

საქართველო, თბილისი - 15:49 | 09.10.2019
ნანახია: 826

ირანს შეეძლო ატომური ბომბის შექმნა, მაგრამ ეს არ გააკეთა, განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ. მისი სიტყვა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 „იმის მიუხედავად, რო ჩვენ შეგვეძლო ამ მიმართულებით წასვლა, განვაცხადეთ, რომ ამ იარაღის გამოყენება სასტიკად აკრძალულია და სწორედ ამიტომ არ გვაქვს მიზეზი გავისარჯოთ იმ ირაღის წარმოებისა და შენახვისთვის, რომლის გამოყენებაც სასტიკად არის აკრძალული“, - აღნიშნა ჰამენეიმ.

დასავლეთი არაერთგზის აცხადებს, რომ არ დაუშვებს ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებას. ირანში კი ყოველ ჯერზე ამტკიცებენ, რომ მის წარმოებას არ აპირებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე