ერდოღანი აშშ-ში 13 ნოემბრს ჩავა

საქართველო, თბილისი - 17:39 | 08.10.2019
ნანახია: 831

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანი აშშ-ში 13 ნოემბერს ჩამოვა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

 „ის აშშ-ში 13 ნოემბერს, ჩემი სტუმრის რანგში ჩამოვა“ - დაწერა ტრამპმა მიკრობლოგ Twitter-ზე და დაამატა ჰეშთეგი #endendlesswars (დაუსრულებელი ომების დასასრული)

მან აღნიშნა, რომ „თურქეთი შეერთებული შტატების მსხვილი სავაჭრო პარტნიორია“, რომელიც აწარმოებს ფოლადის კარკასებს F-35 ტიპის გამანადგურებლებისთვის.

ტრამპმა გაისხენა იდლიბთან დაკავშირებით თურქეთთან თანამშრომლობისა და პასტორ ენდრიუ ბრანსონის ციხიდან გათავისუფლების შესახებ. ამის გარდა, მან თურქეთს უწოდა  „ნატოს მნიშვნელოვანი წევრი კარგი რეპუტაციით“.

შეგახსენებთ, ტრამპი თურქეთს ეკონომიკის განადგურებით დაემუქრა, თუ ის „დაშვებულ ზღვარს გადავიდოდა“.

შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა მზად არის დამოუკიდებლად ჩაატაროს სამხედრო ოპერაცია თავის საზღვართან, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადაც თურქეთი და აშშ თავდაპირველად უსაფრთხოების ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ. ერდოღანს მიაჩნია, რომ ამერიკის ხელისუფლებამ თავისი დაპირება არ შეასრულა.

დამოუკიდებელი სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ თურქეთის ლიდერმა 1 ოქტომბერს განაცხადა. ხუთი დღის შემდეგ ის ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს, რომლის შედეგების მიხედვით, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს თურქეთის ხელისუფლების მოქმედებებს სირიის ჩრდილოეთით. ამ რეგიონში განლაგებულია ქურთთა ძალები, რომლებიც აშშ-ს მოკავშირეები არიან, თურქეთი კი მათ ტერორისტებად მიიჩნევს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე