მაკო გომური დაზარალებულად იქნება ცნობილი - გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 14:52 | 08.10.2019
ნანახია: 778

როგორც კი დასრულდება პროცედურები მაკო გომური იქნება დაზარალებულად ცნობილი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს შეკითხვაზე, თუ რატომ არ ხდებოდა 20-21 ივნისს დაზარალებული პირებისთვის სტატუსის მინიჭება.

პრემიერის თქმით, პირის დაზარალებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები.

“როგორც კი დასრულდება პროცედურები მაკო გომური იქნება დაზარალებულად ცნობილი. მაკო გომურისთვის შეხვედრის თხოვნით არ მიმიმართავს, თუმცა შეიძლება მივმართო, ამის სურვილი როცა მექნება მაშინვე გადმოგცემთ,” – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე