ტრამპსა და ზელენსკის პუტინისთვის დაბადების დღე არ მიულოცავთ

საქართველო, თბილისი - 14:46 | 08.10.2019
ნანახია: 807

კრემლში ამბობენ, რომ აშშ-სა და უკრაინის ლიდერებს დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის დაბადების დღე არ მიულოცავთ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 „დღის ბოლოს მისალოც გზავნილებს შორის ტრამპისა და ზელენსკის გზავნილი არ მინახავს“, - განაცხადა პესკოვმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ პუტინისთვის მილოცვის გზავნილები ან არ არსებობს, ან იგვიანებს, როგორც ეს ადრეც მომხდარა.

7 ოქტომბერს ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს 67 წელი შეუსრულდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე