გახარიას აქვს საკმარისი გამოცდილება და უნარი, რათა გაუძღვეს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსკენ - Washington Times

საქართველო, თბილისი - 13:15 | 08.10.2019
ნანახია: 973

"საქართველოს საკვანძო მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკური სტრატეგიების მიმდინარე გადათამაშებაში", - ასეთი სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას "ვაშინგტონ თაიმსი" საქართველოზე. სტატიის ავტორი ვეს მარტინი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოს მნიშვნელობას მიმოიხილავს და ასევე, პოზიტიურად აფასებს ახალი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე.

"პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისას ბატონმა გახარიამ თავის კომენტარებში ასევე მოუწოდა არსებული ფორმატების "ჭკვიანურად და რაციონალურად" გამოყენებისკენ რუსეთთან ურთიერთობებში და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან მიმართებაში. ბატონი გახარია აცნობიერებს, რომ ღია სამხედრო კონფრონტაცია რუსეთთან კატასტროფულ შედეგებს მოიტანს. მას ასევე ახსოვს, რომ სამხედრო ინტერვენციას რუსეთის მხრიდან წინ უძღოდა კიბერშეტევა, რომელმაც გაანეიტრალა საქართველოს მთავრობა და ფინანსური ინსტიტუტები.

ბატონ გახარიას აქვს საკმარისი გამოცდილება და უნარი, რათა გაუძღვეს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსკენ მოსკოვის პირდაპირი პროვოცირების გარეშე. რუსეთი წარმოადგენს უმთავრეს, თუმცა არა ერთადერთ პრობლემას უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუკი მდგომარეობა რეგიონში არ შეიცვალა, მხოლოდ დროის საკითხია, რომ აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეებმა რეგიონში ყურადღება საქართველოზე გადაიტანონ", - წერს "ვაშინგტონ თაიმსი".


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე