სალომე ზურაბიშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს რუსეთის აგრესორად მოხსენიების გამო - რუსი დეპუტატი

საქართველო, თბილისი - 10:36 | 08.10.2019
ნანახია: 635

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ვაიჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს რუსეთის აგრესორად მოხსენიების გამო. მან აღნიშნა, რომ მოსკოვი ზურაბიშვილისგან მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო განმარტებას ელოდება.

 „სიგნალი ერთი უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში ამ სიტუაციაში: საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც რუსეთს საჯაროდ აგრესორი-ქვეყანა უწოდა, ეს სიტყვები უკან უნდა წაიღოს, ბოდიში მოიხადოს და თავისი პოზიცია განმარტოს. როგორ უნდა განვითარდეს ურთიერთობა, თუ საქართველოს ხელისუფლება ასე იქცევა?“ - განაცხადა ვოლოდინმა ტელერხ „როსია-24“-ის ეთერში.

მისი თქმით, ევროსაბჭოში ანტირუსულ დღის წესრიგს ადგენენ აშშ-ის სატელიტი ქვეყნები: ბალტიისპირეთი, პოლონეთი, უკრაინა და საქართველო. ის დარწმუნებულია, რომ ეს ქვეყნები ამაზე არ წავიდოდნენ, სრულფასოვან განვითარებაზე რომ ეფიქრათ.

 „რა საჭიროა კონფლიქტი, როდესაც შესაძლებელია ურთიერთობების დამყარება გასაგებ პრინციპებზე, ურთიერთპატივისცემისა და  კეთილმეზობლურ პრინციპებზე?“ - აღნიშნა დუმის დეპუტატმა.

მისი თქმით, იმის ნაცვლად რომ ზურაბიშვილს დაეგმო თბილისში, ივნისში რუსულ დელეგაციასთან დაკავშირებული ინციდენტი, რუსეთს მან აგრესორი უწოდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე