მსგავსი ფაქტები არ უნდა იყოს შეწყნარებული - პრეზიდენტი ილია ჯიშკარიანის მიერ განხორციელებულ სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე

საქართველო, თბილისი - 10:05 | 08.10.2019
ნანახია: 838

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ თბილისის საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანის მიერ თანაშემწეზე განხორციელებულ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტს ეხმიანება.

„თბილისის საკრებულოს წევრის მიმართ უნდა ჩატარდეს გამოძიება მის მიერ თანამშემწის მიმარა სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე. მსგავსი ფაქტები არ უნდა იყოს შეწყნარებული“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე