ბესელია კონკურენტად არ მიმაჩნია - ანრი ოხანაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:12 | 07.10.2019
ნანახია: 624

ეკა ბესელია არც ერთ სფეროში არ არის კონკურენტი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელიც ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ოხანაშვილის თქმით, მისტვის გასაგებია, თუ რისკენ არის მიმართული მისი აქტუალიზაცია.  

„ეკა ბესელია კონკურენტად არ მიმაჩნია. ვხვდები, რისკენ არის მიმართული მისი მუდმივი აქტუალიზაცია, თუმცა, ჩემთვის ეს ადამიანი არც ერთ სფეროში არ არის კონკურენტი“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

ის ამბობს, რომ ზარდიაშვილმა ღირსეული გადაწყვეტილება მიღო.

„ეს ვანო ზარდიაშვილის არჩევანია, მისი პირადი გადაწყვეტილება და შესაბამისად, მან პირველ რიგში, პარლამენტის თავმჯდომარე, პარტიის ხელმძღვანელობა ჩააყენა საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით, შეათანხმა. მან პირადად მიიღო ეს ღირსეული გადაწყვეტილება“, – ამბობს ოხანაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე