ალექსანდრ ლუკაშენკო გიორგი მარგველაშვილს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 14:52 | 07.10.2019
ნანახია: 688

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მინსკში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული საგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

შეხვედრაზე ბელარუსული პროდუქციის მაღალი ხარისხის შესახებ ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ წარწერა ეტიკეტზე “დამზადებულია ბელარუსში“ საქართველოში მაღალი ხარისხის მაჩვენებელია. მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ ბელარუსის რძის პროდუქციას და ამ მიმართულებით კავშირების განვითარების პერსპექტივები არსებობს.

ლუკაშენკომ ორმხრივ ურთიერთთობების განვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ოდესღაც ფუნდამენტის ჩაყრაზე ოცნებობდნენ, დღეს კი მასზე სახლის აშენება უკვე შესაძლებელია.

საქართველოს ყოფილმა  პრეზიდენტმა მასპინძელს მადლობა გადაუხად მინსკში „თბილისობის“ დღესასწაულის აღნიშნვნასთან დაკავშირებით, რომელიც ბელარუსში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

„ეს ქართველების დამსახურებაა. თვქენც ხვდებით: ჩვენ ქართველების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება და პატივსცემა გვაქვს“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

 

Георгий Маргвелашвили

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე