ჰააგის მთავარ სამრეკლოში გია ყანჩელის პატივსაცემად მისი უკვდავი მელოდიები აჟღერდა | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 16:28 | 04.10.2019
ნანახია: 1571

ჰააგის მთავარ სამრეკლოში გია ყანჩელის პატივსაცემად მისი უკვდავი მელოდიები აჟღერდა - ინფორმაციას საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში ავრცელებს.

"საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში ღრმა მწუხარებას გამოხატავს დიდი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის გარდაცვალების გამო.

4 ოქტომბერს გია ყანჩელის პატივსაცემად „St . Jacobs“-ის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან მისივე უკვდავი ნაწარმოებები „ყვითელი ფოთლები“ და ფილმ „შერეკილებიდან“ მელოდია აჟღერდა", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ქართული ნაწარმოების ჰააგის მთავარი სამრეკლოდან ცოცხლად შესრულების იდეის ავტორია ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ერეკლე კოპლატაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე