ლონდონში ქართული ფილმების ფესტივალი ჩატარდება

საქართველო, თბილისი - 17:27 | 25.09.2015
ნანახია: 2067

2015 წლის 1-7 ოქტომბერს ლონდონის ვესტენდში, რიგით მე-4 ფესტივალი ქართული ფილმების ფესტივალი „კინოში ასახული ცხოვრება" ჩატარდება.

ბრიტანელ მაყურებელს მიეცემა საშუალება, გაეცნოს თანამედროვე ქართული კინოს საუკეთესო მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს, ქართული კინოკლასიკის და ძველი შედევრების აღდგენილ ნიმუშებს. ფესტივალის ფარგლებში შედგება რამდენიმე მსოფლიო და ბრიტანული პრემიერა.

ფესტივალი, 1-ელ ოქტომბერს, ზაზა ურუშაძის „მანდარინებით" გაიხსნება, რომელსაც თავად რეჟისორიც დაესწრება. 4 ოქტომბერს შედგება ინტერვიუ ოთარ იოსელიანთან, რომელიც 6 ოქტომბერს საზოგადოებას თავის ახალ ფილმს „ზამთრის სიმღერა" წარუდგენს.

ნაჩვენები იქნება ბოლო პერიოდში გადაღებული წარმატებული ფილმები : „არ ისუნთქო", „სიმინდის კუნძული", „გრძელი, ნათელი დღეები", „პატარძლები", „შემთხვევითი პაემნები" ...

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა დისკუსია „ქართული ლიტერატურა კინოში", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აკა მორჩილაძე, დონალდ რეიფილდი, ნანუკა ჩიჩუა და ამერიკელი პოეტი ლაინ კოფინი, რომელმაც სულ ახლახანს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი" თარგმნა.

გარდა ამისა, ლონდონის ისტ-ენდში, კინოთეატრ Rich Mix Cinema-ს კაფეში გაიმართება სპეციალური საღამო, სადაც ქართველი მუსიკოსების მიერ შესრულებული ცოცხალი მუსიკის თანხლებით ნაჩვენები იქნება ქართული უხმო კინოს შედევრი "ლურსმანი ჩექმაში" (რეჟისორი – მიხაილ კალატოზოვი, 1931).

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე