მაია ცქიტიშვილი შეიძლება ხაჭაპურებს კარგად აცხობს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა - მამუკა ხაზარაძე

საქართველო, თბილისი - 13:43 | 03.10.2019
ნანახია: 900

მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, თუ რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, - განაცხადა „ლეოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მოძრაობის წარდგენის შემდეგ.

“მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, თუ რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ მe არ ვიცი რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ. შეიძლება ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ივანიშვილს ჰგონია, რომ ცქიტიშვილის ხელში თანხა არ დაიკარგება კორუფციული თვალსაზრისით, მაგრამ მე მას ვურჩევ, რომ მაია ცქიტიშვილის ქვემოთ ჩაიხედოთ, როგორ მიდის ტენდერები, ჰკითხოთ კერძო კომპანიებს, თუ რა სახის კორუფციაა ინფრასტრუქტურის სისტემაში. ტენდერები არ ტარდება გამჭირვალედ“, - თქვა ხაზარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე