საქართველოს მთავარი პროკურორი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველო, თბილისი - 15:55 | 23.12.2015
ნანახია: 1510

საქართველოს მთავარი პროკურატურის დელეგაცია, თურქეთის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს მთავარი პროკურორის მეჰმედ აქარჯასოფიციალური მიწვევით, თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით, ქალაქ ანკარაში ოფიციალურივიზიტით  მყოფი დელეგაცია ორი სახელმწიფოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამუშაო შეხვედრებსგამართავს თურქეთის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს მთავარ პროკურორთან და თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრთან.

დელეგაციაში შედიან საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტისუფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე