უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე მოკლეს

საქართველო, თბილისი - 15:16 | 02.10.2019
ნანახია: 793

უკრაინული მედიის ცნობით, სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა კიევის მახლობლად, სოფელ ხოტიანოვკაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. პოლიციის ინფორმაციით, 10 დღის წინ ობოლონის რაიონში მან ცეცხლი გაუხსნა სპეცრაზმელებს და ორი სამართალდამცველი დაჭრა.

 კიევის პოლიციის უფროსის ანდრეი კრიშენკოს განცხადებით, საქართველოს მოქალაქეს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მისჯილი ჰქონდა 22 წლამდე პატიმრობა დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის, ადამიანების გატაცებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ბრალდებით. პოლიციის ცნობით, მათ გაარკვიეს, რომ სავარაუდო დამნაშავე სოფელ ხოტიანოვკაში იმალებოდა. როგორც კრიშენკო ამბობს, მის აყვანის ოპერაციის მსვლელობისას მამაკაცმა სამართალდამცველებს ორი პისტოლეტიდან ცეცხლი გაუხსნა და ორი სპეცრაზმელი დაჭრა. საპასუხო სროლის შედეგად მსროლელი ლიკვიდირებულია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე