ოთხმა ქვეყანამ ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა

საქართველო, თბილისი - 15:47 | 23.12.2015
ნანახია: 1598

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ქ. ერევენში  საქართველოს, ირანის ისლამური რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციას შორის“ ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდმუმს ხელი მოაწერა.

მემორანდუმი ითვალისწინებს საკოორდინაციო საბჭოს შექმნას და რეგიონალურ სადისპეჩერო ცენტრზე მუშაობას, რაც ხელს შეუწყობსოთხივე ქვეყნის ელექტროსისტემის მუშაობის ეფექტურობის გაზრდას, სწრაფ რეაგირებას კრიზისული და საგანგებო სიტუაციების დროს, ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ვაჭრობის განვითარებას, სამხრეთ კავკასიაში ელექტროენერგიის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის სათანადოსასისტემოდა სისტემათა შორის ინფრასტრუქტურის განვითარებას. რაც შექმნის ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობას, ხელს შეუწყობს ელექტროენერგიით ვაჭრობის განვითარებას და მდგრადი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა  სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან.  კახა კალაძემ და ჰოვიკ აბრაჰამიანმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო  ურთიერთობის პერსპექტივებზე. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე