შალვა ქიქოძის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 15:07 | 23.12.2015
ნანახია: 2029

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 25 დეკემბერს ქართული მოდერნისტული მხატვრობის გამორჩეული წარმომადგენლის, შალვა ქიქოძის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია ,,შალვა ქიქოძე 120" გაიმართება.
შალვა ქიქოძის პერსონალურ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 300-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, წიგნის ილუსტრაცია, ქართველ და უცხოელ ხელოვანთა შარჟი, ჩანახატი, პოლიტიკური კარიკატურა, მის მიერ შესრულებული, ახლად მიკვლეული ვიტრაჟის ამსახველი ფოტომასალა, დაკარგული ნამუშევრების სტენდი, მხატვრის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტაცია და საარქივო მასალა.
გამოფენაზე დამთვალიერებელი ასევე იხილავს ამონარიდებს მისი მიმოწერიდან იმდროინდელ ცნობილ და მისთვის ახლობელ ქართველ მოღვაწეებთან, მათ შორის დიმიტრი შევარდნაძესთან, ვიქტორ ნოზაძესთან, გერონტი ქიქოძესთან.
გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო ლექციები და საგანმანათლებლო პროგრამები ბავშვებისათვის.
გამოფენა 2016 წლის 10 თებერვლამდე გაგრძელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე