ტელეკომპანია "ფორმულამ" მაუწყებლობა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 10:34 | 01.10.2019
ნანახია: 956

დღეს, 1-ელ ოქტომბერს მაუწყებლობა დაიწყო ტელეკომპანია "ფორმულამ".

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია "ფორმულას" მაუწყებლის სფეროში ავტორიზაცია მიმდინარე წლის 29 აგვისტოს მიანიჭა და უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა.

"ფორმულას" მაყურებელი მთავარ საინფორმაციო გადაცემას 5 ოქტომბრიდან, ყოველ 20:00 საათზე შეძლებს. 25 ოქტომბრიდან „ფორმულას“ ეთერში გავა სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“.

საჯარო რეესტრის სააგენტოში დაცული მონაცემების მიხედვით, ტელეკომპანიის 51%-იან წილს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ფლობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე