„მსოფლიო რაგბი“ რუსული სიმღერისთვის საქართველოს ბოდიშს უხდის
საქართველო, თბილისი - 13:53 | 30.09.2019 ნანახია: 257
იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე, გუშინ ურუგვაისთან შეხვედრაში ბორჯღალოსნების გატანილ ლელოებზე წარმოშობით ქართველის, რუსეთში მოღვაწე და რუსულენოვანი მომღერლის, ვალერი მელაძის მუსიკას რთავდნენ.
ეს ფაქტი, ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმაც და მოთამაშეებმაც მწვავედ გააკრიტიკეს.
მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ქართველმა მორაგბე ჯაბა ბრეგვაძემ სთხოვა ორგანიზატორებს, რომ მსგავსი შეცდომა აღარ დაეშვათ. მას ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმაც მიბაძა.
„ისინი რუსულ სიმღერას უკრავდნენ მატჩის შემდეგ. ქართველი მღეროდა, მაგრამ ეს რუსული სიმღერა იყო. გვსურს გითხრათ, რომ საქათველო რუსეთი არ არის. ჩვენთან განსხვავებული ენა და კულტურაა. ძალიან გთხოვთ, ეს დაიმახსოვროთ“, – განაცხადა ჰეიგმა.
დღეს მსოფლიო თასის ოფიციალურმა პრესსამსახურმა საქართველოს ნაკრებს ბოდიში მოუხადა:
"ჩვენი გულწრფელი ბოდიში ჩვენს ქართველ მეგობრებს იმ უსიამოვნების გამო, რომელიც მათ მივაყენეთ. ეს საკითხი საორგანიზაციო კომიტეტთან უკვე გავიარეთ და მსგავსი აღარ გამეორდება".
შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებმა" ურუგვაის ნაკრები 33:7 დაამარცხეს და 2019 წლის მსოფლიო თასის პლეი ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნეს.
საქართველოს ნაკრებს მომდევნო მატჩი 3 ოქტომბერს ფიჯისთან ელის. კარგი ის არის, რომ ამ პროტესტმა ფართო აუდიტორია მოიცვა - დღეს ამ ამბავს როიტერი, ევროსპორტი და სხვა გავლენიანი მედიასაშუალებები აშუქებდნენ.
პოლიტიკა
- სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის ელჩთან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილა
- გახარიამ და ზელენსკიმ საქართველოსა და უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
- მარია ზახაროვა განმარტავს, რატომ არ ჩამოდის თბილისში
- ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი - გიორგი გახარია
საზოგადოება
- პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი - პარლამენტი
- 13-15 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი
- თავისუფლების მოედანზე, 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აიკრძალა
- საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს
მსოფლიო
- აშშ-ის ელჩი თურქეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს აშშ-ის სენატის მიერ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით
- ბორის ჯონსონმა ელისაბედ მეორეს ახალი მთავრობის ფორმირების უფლება სთხოვა
- გერმანიაში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
- ბრიტანეთის პარლამენტში რეკორდულად ბევრი ქალი მოხვდა
კონფლიქტები
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის მაცხოვრებლებს ე.წ. საზღვარზე გადასვლის უფლება მისცა
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
- ზაქრო ბუთხუზი ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან გათავისუფლდა
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავსტრიაში, საერთაშორისო სემინარზე არ დაუშვეს
მედიცინა
- მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია "ბერლინ-ხემის" წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა
- ოქტომბრის ბოლოს გრიპის ვირუსზე 100 000 ყველაზე მაღალი რისკის შემცველ მოქალაქეს უფასოდ აცრიან
- საქართველო იქნება პირველი ქვეყანა გლობალურად, რომელიც დაამარცხებს C ჰეპატიტს - მარიამ ჯაში
- იტალიის საუკეთესო ჰემატოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსში“ უფასო კონსულტაციებს გამართავენ