მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას ზეიმობს

საქართველო, თბილისი - 10:20 | 27.09.2019
ნანახია: 811

მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა დილიდან დაიწყება.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით – იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით 335 წელს იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება „ჯვართამაღლება“.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე