ქობულეთის სანაპიროზე კაფის მეპატრონე თვითდაზიანებით იმუქრება

საქართველო, თბილისი - 13:37 | 25.09.2019
ნანახია: 716

ქობულეთში, გამგეობის გვერდით, სანაპიროზე მდებარე კაფე-ბარ "მონოპოლში" დემონტაჟისთვის აღსრულების ბიურო შევიდა, რასაც ხმაური მოჰყვა.  ობიექტის მეპატრონეები დემონტაჟს ეწინააღმდეგებიან და თვითდაზიანებით იმუქრებიან. 

პოლიციასთან რამდენჯერმე მოხდათ შეხლა-შემოხლა.  დაპირისპირების შემდეგ, ცუდად გახდა ერთ-ერთი მეპატრონე და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

კაფე-ბარის მფლობელები მბობენ, რომ დასაქმებული ყავთ ყველა სეზონზე 40-ზე მეტი ადამიანი, შენობის დემონტაჟით კი მილიონამდე ლარის ზარალს მიიღებენ:  "ამ ადგილის გაყიდვა უნდა მერიას, ამიტომაც ანგრევენ ჩვენს კაფეს". 

აღსრულების ბიუროს, კაფე-ბარის დემონტაჟზე ქობულეთის მუნიციპალიტეტმა მიმართა. როგორც ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რამდენჯერმე იყო გაფრთხილებული მეპატრონეები, რომ საიჯარო ხელშეკრულების გასვლის შემდეგ, საქმიანობას უკანონოდ ეწეოდა და თავად დაეშალა შენობა.  მერიაში ამბობენ, რომ მოთხოვნას არ დაემორჩილდნენ და ამის შემდეგ მიმართეს აღსრულების ბიუროს. 

ამ წუთებში ადგილზე იმყოფება პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე