ირაკლი შიხიაშვილმა საქართველოს მასშტაბით რეგიონალური სამმართველოების შემოვლა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 11:29 | 23.12.2015
ნანახია: 1702

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი წლის ბოლოს რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებს მოინახულებს და ვეტერანებს შეხვდება. დირექტორი ჩავიდა  გორში და ახალციხეში, სადაც  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს  საახალწლო საჩუქრები გადასცა.

რეგიონალური სამმართველოების თანამშრომლებისგან კი არსებული პრობლემები და შესრულებული სამუშაოს ანგარიში მოისმინა. ასევე ახალციხეში აფხაზეთის ომის ვეტერანის ზაზა ხრიკაძის ოჯახს ესტუმრა და პირადად მიულოცა დამდგეგი შობა-ახალი წელი. მომავალ შეხვედრებს ირაკლი შიხიაშვილი მცხეთაში და რუსთავში გამართავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე