ელისაშვილი: მოვითხოვ უფლებამოსილება შეჩუერდეს ბესელიას, კობახიძესა და გოგაძეს

საქართველო, თბილისი - 19:37 | 22.12.2015
ნანახია: 1541

ალეკო ელისაშვილმა რამდენიმე წუთის წინ სკანდალური განცხადება გააკეთა და დეპუტატები ეკა ბესელია და მანანა კობახიძე მასზე ზეწოლაში დაადანაშაულა. ამასთან, კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში ელისაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

"მოვითხოვ, ეკა ბესელიას საპროკურორო საბჭოს წევრობა შეუჩერდეს. ასევე შეუჩერდეს უფლებამოსილება მთავარი პროკურორის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს. ასევე მოვითხოვ, ვიცე-სპიკერის უფლებამოსილება შეუჩერდეს მანანა კობახიძეს," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე