არაბულმა კოალიციამ იემენში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

საქართველო, თბილისი - 12:05 | 20.09.2019
ნანახია: 700

არაბულმა კოალიციამ სამხედრო ოპერაცია დაიწყო იემენის ჩრდილოეთით საპორტო ქალაქ ჰოდეიდში სამხედრო ობიეტქების წინააღმდეგ. იუწყება Al Arabiya.

კოალიციის წარმომადგენლის პოლკოვნიკ თურქი ალ-მალიქის თქმით, ოპერაცია საერთაშორისო სამართლის ნორმებს შეესაბამება. კოალიციის მტკიცებით, მტრის ობიექტების განადგურება თავისუფალ საზღვაო მიმოსვლას უზრუნველყოფს.

მანამდე თურქი ალ-მალიქიმ განაცხადა, რომ კოალიციურმა ძალებამ აღკვეთეს ტერორისტული აქტი ხუსიტების შენაერთების მხრიდან წიტელი ზღვის სამხრეთით.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამბოხებულმა ხუსიტებმა პასუხისმგებლობა აიღეს 14 სექტემბერს საუდის არაბეთის ნავთობის გადამამუშავებელ ობიქტებზე მომხდარ თავდსახმებზე. ერ-რიადში მიინევენ, რომ იერიშები იემენიდან არ განხორციელებულა.

იემენში შეიარაღებული კონფლიქტი 2014 წლის მარტიდან გრძელდება. მასში საუდის არაბეთი 2015 წელს ჩერთო. არაბული კოალიცია, რომელსაც საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საემირეობი ხელმძღვანელობენ, მხარს უჭრს იემენის პრეზიდენტის აბდ რაბო მანსურ ჰადის არმია ხუსიტების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებსაც დასავლეთის მტკიცებით, დახმარებას ირანი უწევს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე