ქუთაისში ბავშვები ქიმიური ლაბორატორიის ცდის ჩატარების დროს დაშავდნენ

საქართველო, თბილისი - 16:00 | 19.09.2019
ნანახია: 686

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკზე ხუთი მოსწავლე დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვებმა დაზიანებები ქიმიური ლაბორატორიის ცდის ჩატარების დროს მიიღეს. დაშავებული მოსწავლეები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

როგორც ექიმებმა განმარტეს,  მოსწავლეებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით ტარდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე